ახალი ამბები

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 დეკემბრამდე მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს და ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.