ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მდგომარეობა, რომელთა მანქანასაც მატარებელი დაეჯახა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდართან, მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მატარებელი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ახალგაზრდა ცოლ- ქმარი. შეჯახება იმ დროს მოხდა, როცა ავტომანქანა ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა. მანქანაში მყოფი, 35 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის გელა ორველაშვილის განმარტებით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

„შემოიყვანეს ორი დაშავებული, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ქალს ჰქონდა ხელის მოტეხილობა, ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა და გავწერეთ. რაც შეეხება მამაკაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩაუტარდა მრავლობითი ოპერაციები და ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება,“ – განაცხადა ორველაშვილმა.