ახალი ამბები

თოვისა და ყინვის გამო, ქალაქ საგარეჯოში ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე ტექნიკური მარილის გაშლა მიმდინარეობს-ფოტოები

თოვისა და ყინვის გამო, ქალაქ საგარეჯოში ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე ტექნიკური მარილის გაშლა მიმდინარეობს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის განცხადებით, გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, დასუფთავების სამსახურის მობილური – სამუშაო ჯგუფები და ტექნიკა მობილიზებულია და შესაბამის ლოკაციებზე გაწმენდითი სამუშაოები პერმანენტულად განხორციელდება.