ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთხელ გადავადდება
ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთხელ გადავადდება.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააჟღერა.
„3 წლით გადავადდება ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, რომელიც 2023 წლის 1-ელ იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო“, – განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული უნდა ყოფილიყო, საქონლის მიწოდებისას გამოეყენებინა საკონტროლო-სალარო აპარატი.
კანონპროექტის ამოქმედება გასულ წელს გადაიდო 2023 წლის პირველ იანვრამდე და მაშინ არგუმენტად პანდემია დასახელდა, ხოლო დღეს კანონის გადავადების მიზეზი არ განმარტებულა.