ლაგოდეხში ასაკოვანმა ქალმა ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა
ლაგოდეხში ასაკოვანმა ქალმა თავი დაიწვა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 70 წლის ასაკის ქალმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ოდნავ მოშორებით, ბენზინი გადაისხა.
საწვავის აალებით მიღებული დამწვრობებით, ქალი გარდაიცვალა.
ოჯახის წევრებისა და მეზობლებისათვის, ასაკოვანი ქალის გადაწყვეტილების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომელიც მომხდარის დეტალებს არკვევს.
ფოტო:დავით ჭაბაშვილი