ახალი ამბები

ვინ არიან 28 და 35 წლის მამაკაცები, რომლებიც ლაგოდეხში ავარიას ემსხვერპლნენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მცხოვრები 28 და 35 წლის მამაკაცები შენგელი ბარამაშვილი და გოგიტა თარაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ.

არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილს, გოგიტა ტარაშვილი მართავდა, რომელიც 5 შვილის მამაა. 26 ნოემბერს ღამით ლაგოდეხის გზაზე, სავარაუდოდ სავალი ნაწილიდან მოცურდა და ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში სიძე-ცოლისძმის გარდა სხვა მგზავრი არ ყოფილა. როგორც თვითმხილველები განმარტავენ, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცები საავადმყოფოში აღარ გადაუყვანია, რადგან ორივე მათგანის სიკვდილი ადგილზე დაფიქსირდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფორო: ინტერნეტი