ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ლაგოდეხში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ვარდისუბანთან მოხდა. 28 და 35 წლის მამაკაცები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სიძე და ცოლისძმა არიან. გარდაცვლილები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანიდან არიან. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.