,,სამართლიანი არჩევნების” კახეთის ოფისმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანის ფარგლებში კვირეული გამართა
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების- ფემიციდის თემაზე, ,,სამართლიანი არჩევნების” კახეთის რეგიონალურმა ოფისმა, გურჯაანის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,დემოკრატებთან ’’ ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, კვირეული ,,არა ქალ კლა “ გამართა.
ორგანიზაციის კახეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის, ნანა დევიძეს განცხადებით, 25 ნოემბერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ აქვს გამოცხადებული.
მისი განმარტებით, საქართველოში ფემიციდი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა, ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
,,კვირეულის ფარგლებში, ფემიციდის და გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლების წარმოჩენა მოხდა საგანმანათლებლო შეხვედრების, პერფორმანსების და დისკუსიის მეშვეობით. კვირეულის კულმინაცია, 25 ნოემბერს, მარიამ ხაჭვანის ფილმის ,,დედე’’ ჩვენება იყო, რომლის შემდეგაც გაიმართა განხილვა და დისკუსია ქალთა უფლებების შესახებ.
კვირეულის ფარგლებში, ჩატარებული ღონისძიებები საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ მასში ახალგაზრდების მაღალ ჩართულობასთან ერთად, დისკუსიებში საკუთარი პოზიცია ფემიციდის და გენდერულ ძალადობის წინააღმდეგ გამოხტეს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, განათლების და კულტურის სფეროს, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და სასულიერო პირმა”,– განაცხადა ნანა დევიძემ.