ახალი ამბები

გაიცანით იდეათონში გამარჯვებული ნინი მაისურაძე თელავიდან

თელავში მცხოვრები ნინი მაისურაძე იდეათონის გამარჯვებული გახდა.

მან სამეწარმეო ლაბორატორიის ფარგლებში გაიარა ტრენინგ პროგრამა მეწარმეობაში, ისწავლა ბიზნეს პროექტების წერა, პრეზენტაციის მომზადება, ფიჩინგი და საბოლოო ეტაპზე მან შეძლო დაფინანსების მოპოვება საკუთარი ბიზნეს იდეისთვის.

,,გააცოცხლე და შექმენი სილამაზე”, ნინიმ ასე უწოდა საკუთარ ბიზნეს იდეას და იგი მალე ბაზარზე გაყიდის საკუთარი ხელით შექმნილ დეკორატიულ და სურნელოვან სანთლებს, ასევე ებოქსიდის და თხევადი პლასტიკისგან შექმნილ სუვენირებს.

,,უნარები წარმატებისთვის”, პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამეწარმეო და დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება.