ახალი ამბები

ყვარელში რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ყვარელში, ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის მულტიდისციპლინური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა.

ცენტრის მიზანია ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური განვითარების ხელშეწყობა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება, შშმ პირთა ოჯახების გაძლიერება და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა. ცენტრი ამჟამად, შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე 40-ზე მეტ ბავშვს ემსახურება.

აღნიშნული პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ასოციაცია ,,ანიკას“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

ცენტრის გახსნის ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ილია მზექალაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ასოციაცია ,,ანიკა“, თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.