ყვარელში 25 წლის ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მართვით სუნთქვაზეა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
37 წლის მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს და მართვით სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. უწყებას ამ დრომდე არც ის უთქვამს ვინ მიაყენა მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეს დაზიანებები. ექიმების თქმით, მამაკაცს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევები.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სოფელ შილდაში 18 ნოემბერს, ღამით მოხდა. კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო, რომელიც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. მოკლულია 25 წლის ახალგაზრდა.