სოფელ ტიბაანში რძის ქართველი გადამამუშავებლებისთვის ევროპული ყველის მასტერკლასი გაიმართება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, ,,ბუტრანას” ტერიტორიაზე, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA- ის), მიერ დაფინანსებული SQIL პროექტის ფარგლებში, რძის ქართველი გადამამუშავებლებისთვის ევროპული ყველის მასტერკლასი გაიმართება. მას ქართველთან ერთად, უცხოელი ექსპერტები გაუძღვებიან.
ევროპული ყველის მასტერკლასის ფარგლებში გაიმართება მრავალი საინტერესო აქტივობა, როგორიცაა თეორიული და პრაქტიკული ნაწილები, თუ როგორ უნდა დამზადდეს მაღალი ხარისხის ევროპული ყველი.
„ყველის მასტერკლასის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას, ვაჭრობის პოტენციალის გაზრდას, ფერმერთა ტექნიკური უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას, გააცნოს და დააკავშიროს სფეროში ჩართული სპეციალისტები ერთმანეთს“ – ამბობს SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე, ლაშა ავალიანი.
აქტივობაში მონაწილეობის მიღება თითოეული დამსწრესთვის უფასოა, ყველა ხარჯი SQIL პროექტის მხრიდან იქნება დაფარული. პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.