საგარეჯოში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სახლ – მუზეუმის რეკონსტრუქცია – აღდგენითი სამუშაოები მერის, ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით განხორციელდა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით დაფინანსდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის რესტავრირებული ინვენტარით აღჭურვა.
„ეს გახლავთ ადგილი, სადაც მწერალმა ადრეული ბავშვობის უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმსა და თავის ყმაწვილკაცობის მოგონებებს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა. ჩვენ -კი ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ ერისა და მომავლის წინაშე, რათა საამაყო მწერლის სახელი უკვდავყოთ და თაობებს ისტორიად შემოვუნახოთ. ეს სახლ-მუზეუმი იქნება რეზო ინანიშვილის საცხოვრებელი სახლის პირვანდელ კონსტრუქციასთან მაქსიმალურად მიახლოებული შენობა, რათა გავაცოცხლოთ წარსული“- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა