ახალი ამბები

ლაგოდეხსა და პანკისის ხეობის მთებში ხანძრის ორი კერაა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტსა და პანკისის ხეობის მთებში ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რას უკიდია ცეცხლი და რა ფართობზეა გავრცელებული უცნობია, რადგან ხანძრის კერები უახლოესი სოფლებიდან მოშორებით არის.

ადგილზე უკვე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.

ფოტო: არქივიდან