ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მთებში, ალპურ ზონასთან ხანძარია.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაკვამლიანება უკვე შეინიშნება, თუმცა რა ფართობზე ხანძარი, ამ დროისათვის უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე- მაშველები და სატყეო სამსახურის თანამშრომლები უკვე მიდიან.
სოფელ ნინიგორში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ზვიად შარიქაძის განმარტებით, სოფლიდან ხანძრის კერამდე მისვლა მხოლოდ ფეხით ან ცხენებით არის შესაძლებელი.