დედოფლისწყაროში მცხოვრები სპორტსმენი ევროპის ჩემპიონი გახდა
დედოფლისწყაროში მცხოვრები სპორტსმენი, უშუისტი საბა ბუთხუზი, ევროპის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა უშუისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვეს.
უშუისტთა ნაკრებმა საბერძნეთის ქალაქ ლუთრაკიონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იღებდა მონაწილეობას. კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ვალერი პეხტერევმა, დედოფლისწყაროელმა საბა ბუთხუზმა და სანდრო კუჭავამ დაისაკუთრეს.