სეს – შპს “ლიდერის” წარმოებულ ფარშში ცხენის და ვირის დნმ-ი გამოვლინდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ლიდერის“ მიერ წარმოებულ ფარშის შემადგენლობაში ცხენის და ვირის დნმ-ი გამოავლინა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს. სააგენტოს ინსპექტორებმა, გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს გადასცა. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე.