თელავში, ცენტრალურ ქუჩებზე ზებრა გადასასვლელების მონიშვნის სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ თელავში, ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარეობს ზებრა გადასასვლელების და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების მონიშვნის სამუშაოები.
როგორც KNEWS.GE-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სამუშაოებს შპს ,,გზაჯვარედინი ახორციელებს. სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 512 ლარი დაიხარჯება.