თელავში, მუსიკოსის და დირიჟორის, პედაგოგ გივი მუნჯიშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
12 ნოემბერს, 13:00 საათზე, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გივი მუნჯიშვილის ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება.
თელავის საპატიო მოქალაქე გივი მუნჯიშვილი არის გამოჩენილი მუსიკოსი და დირიჟორი, პედაგოგი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული კლასიკური მუსიკის განვითარებაში, მოღვაწეობდა ოპერის თეატრში, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საგუნდო კაპელას და დღემდე კონსერვატორიის დამსახურებული პედაგოგია.
გივი მუნჯიშვილი 1937 წელს თელავში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1962 წელს, 1970 წელს მოსკოვის კონსერვატორიის საოპერო-სიმფონიური დირიჟორობის ფაკულტეტი.
1959-1965წწ. იყო თბილისის მე-10 სამუსიკო სკოლის გუნდის, ხოლო 1963 წლიდან თბილისის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პედაგოგი; 1970-1974წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ქორმაისტერი; 1986-1988წწ. ულან-ბატორის საოპერო თეატრის მათვარი ქორმაისტერი; 1988 წლიდან კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პროფესორი; 1975 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, რომელსაც იგი 32 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა; გამოცემული აქვს ქართული საგუნდო მუსიკის სამი გიგანტური ფირფიტა და 3 კომპაქტური დისკი. ქართველი ლოტბარი, დირიჟორი.
1998 წელს მიღებული აქვს- ღირსების ორდენი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, 1982 – საპატიო ნიშნის ორდენი, 1979 წელს გახდა – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1885 წელს კი მიიღო საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.