ფოლკლორული ანსამბლი ,,გურჯაანი” ლიეტუვაში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს
გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი გურჯაანი ლიეტუვაში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს.
ანსამბლი უკვე დედაქალაქ ვილნიუსშია. ფესტივალში მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს. „პაკროვის ზარები“ – ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც დღეს გაიხსნება. ანსამბლ „გურჯაანს“ ამ ფესტივალზე სულ სამი გამოსვლა ექნება, მათ შორის პირველი – დღეს.
,,ვფიქრობ, ღირსეულად გამოვალთ და გუნდი კარგად შეასრულებს თავის რეპერტუარს. ფესტივალი 12 ნოემბერს გალა კონცერტით დასრულდება,“ -ამბობს ანსამბლ „გურჯაანის“ ხელმძღვანელი ილია დათუაშვილი.