გურჯაანელი მომღერლის, გიორგი გეთიაშვილის მიერ ლატვიურ ენაზე ნამღერი სიმღერა, რადიოებში ჰიტი გახდა
გურჯაანში მცხოვრები მომღერლის, გიორგი გეთიაშვილის მიერ ლატვიურ ენაზე ნამღერი სიმღერა, რადიოებში ჰიტი გახდა.
გიორგის თქმით, სიმღერა ლატვიაზე, მის ბუნებაზე და სიყვარულზეა.
,,სიმღერამ დაიწერა ერთი თვის წინ, რომელიც ლატვიურ ენაზე ჩაიწერა და რომელშიც ასევე გამოყენებულია ქართული ხალხური მუსიკის ელემენტები, უცხოური მსმენელების დიდი სიყვარული დაიმსახურა. სიმღერის ტექსტის ავტორია ლატვიელი ილზე აისილე, სიმღერის ავტორი და შემსრულებელი კი მე ვარ. ის ეხება ლატვიის სიყვარულს, მის სილამაზეს, ჩვენს მეგობრობას.
,,ლატვიის სადღეგრძელო”, ასე ჰქვია მუსიკას, რომელიც რადიოებში ჰიტი გახდა. ლატვიელებს ძალიან მოეწონათ და გაზეთებმა ჩემს შესახებ სტატიაც დაწერეს. რამდენიმე კონცერტზეც შევასრულე ეს სიმღერა და დიდი მოწონება დაიმსახურა. 22-ში მივფრინავ ლატვიაში და მანამდე გვინდა კლიპის ჩაწერაც მოვასწროთ”,- განუცხადა Knews.ge- გიორგი გეთიაშვილმა.
მოუსმინეთ მუსიკას: