7 ნოემბერს თელავში ,,ერეკლეობა” გაიმართება
7 ნოემბერს, თელავში, მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ასევე მოეწყობა ისტორიულ-შემეცნებითი კუთხეები.
სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ღვინო და შეფ მზარეულების მიერ მომზადებული ტრადიციული კერძები. ბავშვებისთვის კი სხვადასხვა გასართობი აქტივობებია დაგეგმილი.
დღის განმავლობაში ასევე გაიმართება ქართული ხალხური გუნდების კონცერტები და ჩატარდება საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა.
საღამოს, სახალხო დღესასწაულს კონცერტი დაასრულებს.
იხილეთ ღონისძიებების განრიგი დეტალურად: