თელავში რეგიონული “ფესტივალი ჭაჭა” გაიმართა-ფოტოები
დღეს, კახეთში რეგიონული “ფესტივალი ჭაჭა” გაიმართა.
ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ქ. თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი შემოდგომის თემატური კუთხეები.
“ფესტივალი ჭაჭა – 2022”- ის ოქროს მედალი გურჯაანულმა ჭაჭამ “ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო” მოიპოვა.
ვერცხლის მედალი აიღო “ზურაბ კვირიაშვილის ვენახებმა” – თელავის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო ბრინჯაო “მუხიგული 1770” -მა ბოლნისის მიკროზონიდან.
ფესტივალის მიზანია ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არაყის, როგორც დაცული
რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის პოპულარიზაცია, ჭაჭის მწარმოებელი ფერმერების, გლეხების, მცირე მარნებისა და კომპანიების ხელშეწყობა.