ახალი ამბები

ლაგოდეხში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე გარდაიცვალა

ლაგოდეხში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამშრომლები და მეგობრები ავრცელებენ.

“ჩემთვის როგორც თანამშრომლისათვის მაგალითი იყავით სიძლიერის ქ. ნუნუ(ჩვენო შოთაევნა). არაჩვეულებრივი ექიმი, თანამშრომელი, მეგობარი. დაგვაკლდებით როგორც ჩვენ, ასევე რაიონს. ჩემთვის სამწუხაროა ბოლო გზაზეც ვერ გაგაცილებთ. შორიდან გაგატანთ გულწრფელ, ტკივილიან ცრემლს, უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი სადაც მართალნი განისვენებენ”.

პროფესიით ექიმი, პედიატრი ნუნუ ნოზაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, 1998 წლიდან, 23 წლის განმავლობაში მუშაობდა.