სიძულვილი “სიყვარულის” სახელით-დოკუმენტური ფილმი ულტრამემარჯვენე ნარატივების და საფრთხეების შესახებ
„ქვემო ქართლის მედიამ“ ულტრამემარჯვენე ნარატივების და საფრთხეების შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
მასში საუბარია რადიკალური ჯგუფების საქმიანობაზე და იმ წინააღმდეგობაზე, რომელსაც მათ სამოქალაქო სექტორი უწევს, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონში.
ფილმის რესპონდენტები არიან: მკვლევარი ქეთევან მურღულია, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ სამხარაძე და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა.
ავტორი: მანონ ბოკუჩავა
ოპერატორი: ვახტანგ ბუაჩიძე
თარგმანი: აინურა ალიევა, თამარ ჩერქეზიშვილი
ფილმი მომზადდა „ფიფლ ინ ნიდ“-ის (PIN) მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ფილმის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია“ და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.