ახალი ამბები

ნაფარეულში ერთგულ მეგობრებს საფლავი გაუკეთეს- ფოტოები

ნაფარეულში ერთგულ მეგობრებს საფლავი გაუკეთეს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნელი თანდილაშვილი ავრცელებს.

“ჩემებმა ყველამ იცით მე და ლიო სად არ დავდივართ. გუშინ ჩვენი “დედა მარიამი”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგვიღამდა. ჩვენმა სოფლელებმა კარგად იცით ძალიან ძველი სასაფლაოს ტერიტორია ხოდა როგორც გავცდით ამ ადგილს შორიდანვე შევამჩნიე ხით შემოღობილი პატარა ადგილი, ახლოს მივედი და ფოტოებს გიზიარებთ ადამიანებო, მე რა განვიცადე და რა დამემართა ეს სხვა თემაა, მეგობრებო ეს საქართველოში ხდება კახეთში, კერძოდ ნაფარეულში. ეს მადლიანი ადამიანი ახლოს მინდა ვნახო და ვუთხრა რომ ის ადამიანია”,- წერს ნელი თანდილაშვილი.