ახალი ამბები

ზამთარში ნედლი რძე კიდევ გაძვირდება

ზამთარში ნედლი რძის ფასი ისევ მოიმატებს – ამის შესახებსაქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმის, ,,ყვარლის ბაგას“ საოპერაციო დირექტორმა ირაკლი კონჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიზეზი საკვები პროდუქტისა და დანამატის ფასის ზრდაა, რომლის დიდი ნაწილიც იმპორტირებულია.

„ყვარლის ბაგა“ ყვარელში 2013 წელს ამუშავდა და დღემდე 20 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული; ამ დროისთვის ფერმაში 2 500-მდე ჰოლშტეინის ჯიშის ძროხაა. ე.წ. „ებრაული მოდელის“ ფერმა 100-მდე ადამიანს ასაქმებს.