ახალი ამბებიპოდკასტებიღია სტუდია

უკრაინის ომი და გავლენები საქართველოში

უკრაინის ომი და გავლენები საქართველოში.

ომის პრეისტორია

აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს, რუსეთის მიერ ინსპირირებული სამოქალაქო მღელვარების შემდეგ დაიწყო. ევრომაიდნის მოვლენებისა და ყირიმის ანექსირების შემდეგ, რუსეთმა ამ მიმართულებით პროპაგანდისტული მედიაკამპანია და ადგილზე მყოფი სეპარატისტების მხარდაჭერა დაიწყო. უკრაინული რევოლუციის შემდეგ, დონეცკში პრორუსული დემონსტრაციები დაიწყო, საპროტესტო აქციებში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ქვეყანაში ეფექტური ხელისუფლების არ არსებობის პირობებში, მათ დაიკავეს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული შენობა.

6 მარტს უკრაინელმა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციის შენობა გაათავისუფლეს, მაგრამ ყირიმში რუსეთთან მიერთების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, დონეცკში გამოსვლები ხელახლა დაიწყო. უკვე 6 აპრილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტი დემონსტრანტების მცირერიცხოვანმა ჯგუფმა ხელახლა დაიკავა შენობა, მეორე დღესვე კი დონეცკის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადეს. მსგავსი სცენარით განვითარდა მოვლენები ლუჰანსკშიც.

უკრაინაში შეჭრა

New York Times-ის ინფორმაციით, სრულმასშტაბიან შეჭრამდე უკრაინის საზღვრის მახლობლად განთავსებული იყო 4 000-მდე რუსი ჯარისკაცი, გარდა ამისა, გაზეთის ცნობით, აშშ-ს სამხედრო ძალების ევროპულმა სარდლობამ მზაობის რეჟიმი მაქსიმუმამდე გაზარდა. ამერიკული ძალების ევროპულმა სარდლობამ მზაობის და დაკვირვების რეჟიმი “შესაძლო კრიზისიდან” “პოტენციურად გარდაუვალი კრიზისით” შეცვალა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას თქმით, დონბასში დღეს არსებული ესკალაცია ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო იყო.

2022 წელის 24 მარტს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლა, სადაც მან განაცხადა, რომ იწყებოდა სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რასაც უკრაინის გათავისუფლება და დენაციფიკაცია უნდა მოჰყოლოდა. გავრცელებული ინფორმაციისთ პუტინის ვიდეო ომამდე 3 დღით ადრე იყო ჩაწერილი. ქვეყანაში დაიწყო აქტიური სამობილიზაციო მოვლენები, თითქმის ყველა ქალაქში, რომელიც თავდასხმის მოლოდინში იყო ირთვებოდა საჰაერო სირენები, კიევსა და სხვა დიდ ქალაქებში მეტრო და მიწისქვეშა სარდაფები თავშესაფრებად გადააკეთეს, სადაც მოსახლეობის ევაკუაცია ხდებოდა.

სამხედრო ექსპერტები ამ ომში უკრაინის მარცხს წინასწარმეტყველებდნენ, მეტიც ისინი აცხადებდნენ, რომ კიევი 72 საათში დაეცემოდა, თუმცა დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ უკრაინა ომს იგებს და საკუთარ ტერიტორიებს იბრუნებს. მეტიც უკრაინის შეიარაღებული არმია ახლა უკვე დონბასის და ლუჰანსკის საზღვარზე იმყოფება. უკრაინელებმა, ამერიკელ სამხედო გენერლებთან ერთად დაგეგმეს ხერსონის და ხარკოვის გათავისუფლების ოპერაიცა, რომელსაც უკვე უწოდებენ ყველაზე დიდ სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებას 1945 წლის შემდეგ. უკრაინელებმა გაათავისუფლეს ქალაქი ბალაკლია, კუპიანსკი, ლიმანი, იზიუმი.
ამითვე დასრულდა რუსეთის ოცნებები დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის დაკავების შესახებ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომელიც თავდაპირველი გეგმით, 11 სექტემბერს უნდა გამართულიყო. ყველაფერთან ერთად ეს უკრაინის დიდი პოლიტიკური გამარჯვებაა.

უკრაინული კონტრიერიშის პიკზე, 8 სექტემბერს, დონეცკელი სეპარატისტების ყოფილმა ლიდერმა, იგორ სტრელკოვმა თავის ტელეგრამ-არხზე შემდეგი შინაარსის მოკლე წერილი გამოაქვეყნა – “ჩვენ უკვე წავაგეთ, დანარჩენი დროის საკითხია”.