ახალი ამბები

Unicef-ი 17 360 ქართველის გაღარიბებას პროგნოზიებს

Unicef ინფლაციისა და ეკონომიკური შოკის ფონზე საქართველოში სიღარიბის გაზრდას ვარაუდობს.

კვლევის მიხედვით, დამატებით 17 ათასზე მეტი პირი შესაძლოა სიღარიბეში აღმოჩნდეს, აქედან 4255 კი ბავშვი იქნება. Unicef-ის ახალი პუბლიკაციის გათვლებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა განსაკუთრებით გააუარესა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოსახლეობის მდგომარეობა. Unicef-ის პროგნოზს არ იზიარებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობა და მათი მოლოდინი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, უფრო ოპტიმისტურია.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის წევრი, დეპუტატი გელა სამხარაული Unicef-ის კვლევას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ აღებული კურსი, იქნება იმის წინაპირობა რომ ის პრობლემები რაც ცენტრალურ აზიაში და რეგიონშია მოსალოდნელი საქართველოზე ისე მტკივნეულად არ აისახება.

ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა სეფაშვილი თვლის, რომ მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯები დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას და საქართველოს მოსახლეობას, დაძლიოს ის ეკონომიკური სიდუხჭირე და ის სიღარიბე, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ ფენას ახასიათებს, შესაბამისად მომავალში სიღარიბის უფრო მეტად შემცირებას მოელის.