ახალი ამბები

რძის პროდუქტების მწარმოებელი კახელი ფერმერები პოლონეთში გაემგზავრებიან

კახეთში მომუშავე ფერმერების ნაწილი, პოლონეთში გაემგზავრება.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება knews.ge-სთან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა განაცხადა.

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, ყველის შემნახველი მრავალფუნქციური სამაცივრე სისტემა შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ახმეტაში სხვადასხვა ყველის წარმოებაა განვითარებული. მსგავსი დაწესებულების გახსნა ფერმერებს უკეთ მუშაობაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ მალე ფერმერები პოლონეთში გაემგზავრებიან, რათა გაეცნონ იქაური ფერმერების მუშაობას, ანალოგიურ სოციალურ ობიექტებს, სადაც ხდება ყველის შენახვა, დაფასოება. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”,- განუცხადა Knews.ge-ს ალექსი ფიცხელაურმა.