ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში ადგილობრივი მოსახლეობა გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს.
ადგილობრივების ინფორმაციით, საძოვრები, რომელშიც ისინი იჯარის გადასახადს იხდიდნენ, მუნიციპალიტეტმა აუქციონის წესით გაყიდა და ახლა საქონელს ვერ აძოვებენ.
აქციაზე შეკრებილები საძოვრების უკან დაბრუნებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მზად არიან იჯარის გადასახადი კვლავ გადაიხადონ, რადგან მესაქონლეობა მათი ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის წყაროა.
როგორც სოფელში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საძოვარი აუქციონით გაიყიდა, სოფელს საძოვრის იმხელა ტერიტორია დაუტოვეს, რაც მოსახლეობისთვის საკმარისია.