ახალი ამბები

7 თვეში საქართველოში 10 000-მდე რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა

საქართველოში 1-ლი მარტიდან 1-ელ ოქტომბრამდე 9 879 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა.

საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქედან 685 ერთეული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, საიდანაც 3 უცხოური საწარმოს ფილიალია, 9180 ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 14 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირებული 685 რუსული შპს-დან 680-ის საქმიანობა უცნობია.

5 კომპანიის საქმიანობის სფერო კი ასე ნაწილდება: ყავის გადამუშავება, კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობა, სატვირთო საგზაო ტრანსპორტი, თამაშებისა და სათამაშოების წარმოება, სასტუმროების და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნის გარეშე.