კახეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
კახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ, შესაძლო ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი და დედა. სამართალდამცავებმა გამოკითხეს სკოლის დირექტორიც, რომელიც ჯერჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, კახეთის ერთ- ერთ მუნიცილიტეტში, საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლის დედა, შვილის თანაკლასელებს, კლასის დამრიგებელსა და სკოლის დირექტორს, არასრულწლოვანის ბულინგსა და ძალადობაში ადანაშაულებს. დედა ამტკიცებს, რომ ფაქტი, სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორ კვირაში, 29 სექტემბერს მოხდა.