ახალი ამბები

ქალთა უფლებების დამცველი ჯილდა ხარიტონაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ჯილდა ხარიტონაშვილი, ქალ უფლებადამცველთა შორის უხუცესი ადამიანი, რომელიც მისი ასაკის მიუხედავად აქტიურად მუშაობდა და სხვადასხვა პროექტებში იყო ჩართული.

ქალბატონი ჯილდა, იყო იმ 10 ქალთაგან ერთ-ერთი, რომლებიც ჯერ კიდევ 2001 წელს საქართველოში პირველები გახდნენ ეუთო ოდირის რეგიონალური ტრენერები ქალთა უფლებების დაცვის სფეროში.

2003 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა ძდექ-ის კახეთის რეგიონულ კომიტეტს და მას შემდეგ თავის გუნდთან ერთად ქმედით დახმარებას უწევდა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებს.

მისი აქტიურობით საქართველოში ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებისათვის პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა.

2020 წელს ადამიანის უფლებების სფეროში გაწეული ღვაწლისთვის ქალბატონი ჯილდა ხარიტონაშვილი დაჯილდოვდა ნიდერლანდების საელჩოს პრიზით.

პანაშვიდები: ხუთშაბათს და პარასკევს (20-21 ოქტომბერს)
მისამართი: ყიფშიძის 9 ბ , მეორე სად. მეშვიდე სართული, ბინა 27
გამოსვენება სოფელი ვეჯინი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან, 13:00 საათზე.