ახალი ამბები

საგარეჯოს სოფლების, ნინოწმინდასა და წყაროსთავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მოწყობის სამუშაოები დაიწყო

საგარეჯოს სოფლების, ნინოწმინდასა და წყაროსთავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

ნინოწმინდასა და წყაროსთავში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი, სატუმბო სადგური და მაგისტრალური მილი, ახალი ჭაბურღილები და რეზერვუარი. გარდა ამისა, რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები და რეზერვუარები.

სამუშაოების დასრულების შედეგად, ორი სოფლის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.