ახალი ამბები

როგორია ფესტივალ “ღვინის დღეების” განახლებული განრიგი

ფესტივალი “ღვინის დღეები საქართველოში” 22 და 23 ოქტომბერს ყვარელში, გურჯაანში, ბოლნისში, ახმეტაში, ბაღდათსა და ზუგდიდში გაიმართება.

22 ოქტომბერს (15:00 საათიდან) ღონისძიება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება, ასევე ფესტივალს გურჯაანში, ახტალის პარკი უმასპინძლებს.

23 ოქტომბერს (15:00 საათიდან) კახეთში ფესტივალს ახმეტის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს. ღონისძიება ახმეტის ტყე-პარკში (წყაროები) გაიმართება.

ღვინის დღეები მთელი საქართველოს მასშტაბით, აღინიშნება. მოეწყობა საფესტივალო ტერიტორიები სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში, სადაც მსურველები გაეცნობიან და დააგემოვნებენ მრავალფეროვან ქართულ ღვინოს, ეზიარებიან 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას, დაათვალიერებენ ღვინის მარნებს, მონაწილეობას მიიღებენ გასართობ ღონისძიებებში, ისიამოვნებენ ქართული სამზარეულოთი, მუსიკით, ცეკვითა და სიმღერით.