ახალი ამბები

მრავალფეროვანი სასწავლო შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის

ევროკავშირი მოქალაქეებს Erasmus+ პროგრამის საშუალებით მრავალფეროვან სასწავლო შესაძლებლობებს სთავაზობს.
„თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ სტუდენტების გაცვლით პროგრამაში ევროპის უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის დონეზე – გაცვლები იქნება იმ პროგრამის ნაწილი, რომელშიც სტუდენტი მონაწილეობს და შეიძლება გაგრძელდეს ერთი სემესტრიდან ერთ წლამდე. თანაც, ხარჯების დაფარვა თავად არ მოგიწევთ! როგორც Erasmus+ სტუდენტი, თქვენ არ გადაიხდით სწავლის საფასურს და მიიღებთ Erasmus+ გრანტს მგზავრობისა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. ასევე შესაძლებელია განაცხადის შეტანა Erasmus+ სტიპენდიაზე მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მიმართეთ თქვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს. იქ დაგაკვალიანებენ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს თქვენი სპეციალობის მიმართულებით და სააპლიკაციო პროცესშიც დაგეხმარებიან“, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, შეამოწმეთ Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების კატალოგი, რომელშიც თავმოყრილია მომდევნო აკადემიური წლისათვის (ამჟამად სიაში 163 კურსია) Erasmus-ის სასტიპენდიო კურსების ჩამონათვალი, შემდეგ კი დაუკავშირდეთ უნივერსიტეტს შერჩეულ სასწავლო პროგრამაზე და სტიპენდიაზე განაცხადის გასაკეთებლად.

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი თქვენთვის საჭირო ნებისმიერ ინფორმაციას მოგაწვდით. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით მათ ვებსაიტს, დაუკავშირდით ელექტრონული ფოსტით მისამართზე erasmus.georgia@gmail.com, ან დაურეკეთ ტელეფონის ნომერზე: +995 322 147 139.

Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები

ბოლო წლებში საქართველოში მცხოვრებმა ათასობით ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა Erasmus+ პროგრამის ერთობლივ ახალგაზრდულ პროექტებში (გაცვლითი პროგრამები, ტრენინგები, დებატები, მოხალისეობა). Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა შეუძლია 13-იდან 30 წლამდე ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას. თითოეული პროექტი 5-იდან 21 დღემდე გრძელდება. ეს გაცვლები ახალგაზრდული ორგანიზაციების საშუალებით წარმოებს და ცალკეულ ინდივიდებს განაცხადის პირდაპირ შეტანა არ შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით Erasmus+ პროგრამის ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრს საქართველოში, ეწვიეთ მის ოფიციალურ Facebook გვერდს ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +995 574 27 11 27.

Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები

Erasmus+ პროგრამა მხოლოდ სტუდენტებისთვის არ არის: მის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება სკოლის იმ მოსწავლეებსაც შეუძლიათ, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 13 წელი. პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს სემინარებს, სავარჯიშოებს, დებატებს, როლურ თამაშებს, ღია ცის ქვეშ გამართულ აქტივობებს და ბევრ სხვა ღონისძიებას. ეს გაცვლები ახალგაზრდული ორგანიზაციების საშუალებით წარმოებს და ცალკეულ ინდივიდებს განაცხადის პირდაპირ შეტანა არ შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით Erasmus+ პროგრამის ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრს საქართველოში, ეწვიეთ მის ოფიციალურ Facebook გვერდს ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +995 574 27 11 27.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე