283-მა მაძიებელმა ექიმის საქმიანობის უფლება მიიღო – სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკოსების ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების საშემოდგომო სესია დასრულდა.
საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადდა 1144 მაძიებელი. დადებითი შეფასება კი 717-მა დიპლომირებულმა მედიკოსმა მიიღო, რომლებიც რეზიდენტურის პროგრამის გავლას შეძლებენ. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადდა 345 პირი.
უწყების ცნობითვე, დადებითი შეფასება 283 მაძიებელმა მიიღო, რის შედეგადაც მათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება მიეცათ.