როგორია USAID -ის სამომავლო გეგმები საქართველოში
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი სულ ცოტა ხნის წინათ დაინიშნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორად. საკადრო დიპლომატი თბილისში ჩამოსვლამდე იმავე სააგენტოს ოფისს ლიბიაში ხელმძღვანელობდა 2019-2022 წლებში, ხოლო უფრო ადრე, 2015-2019 წლებში, უკრაინასა და ბელარუსში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოადგილე იყო.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი საქართველოში სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და მიმდინარე პრობლემატიკაზე საუბრობს.
ჯონ პენელის განცხადებით, მათი მიდგომა კერძო სექტორის ჩართულობის მიმართ დროთა განმავლობაში შეიცვალა.
,,ვხედავთ, რომ მთელს მსოფლიოში და აქაც, საქართველოში, კერძო სექტორს ჩვენთან პარტნიორობის დიდი ინტერესი გააჩნია. კერძო სექტორთან თანამშრომლობა ინოვაციების ხელშეწყობის უამრავ შესაძლებლობას ქმნის და ეკონომიკის ზრდაში საზოგადოების უფრო ფართო ფენების ჩართვასაც უწყობს ხელს“.
USAID მისიის ახალ დირექტორთან ჯონ პენელთან ინტერვიუ ჩაიწერა საქართველოს გაეროს ასოციაციის მედია პლატფორმა Civil.ge -ის ორგანიზებით.