ჯონ პენელის შეფასება თუ როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტები საქართველოში
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი სულ ცოტა ხნის წინათ დაინიშნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორად.
საკადრო დიპლომატი თბილისში ჩამოსვლამდე იმავე სააგენტოს ოფისს ლიბიაში ხელმძღვანელობდა 2019-2022 წლებში, ხოლო უფრო ადრე, 2015-2019 წლებში, უკრაინასა და ბელარუსში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოადგილე იყო. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი საქართველოში სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და მიმდინარე პრობლემატიკაზე საუბრობს.
ჯონ პენელის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერასთან ერთად, აგრძელებენ უფრო პოლიტიკურ სფეროში, სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდაჭერასაც.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს და არჩეული კანდიდატი მაღალკვალიფიციური და ყველა მხარისთვის მისაღები პიროვნება იყოს. ეს ის თემაა, რასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს, მით უფრო, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო თორმეტიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა.
რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც ვიცით, მათ ახალი ხელმძღვანელი ჰყავთ, რომელსაც უახლოეს მომავალში შევხვდებით. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ბოლო, ათწლეულის განმავლობაში გავწიეთ. სახალხო დამცველის აპარატის მსგავსად, ისინიც დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანოს როლს ასრულებენ, ოღონდ სახელმწიფო სახსრების მართვისა და განკარგვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრობლობას. მიხარია, რომ აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური (GAO) ამ საქმეში ჩვენი პარტნიორია და მოუთმენლად ველით ამ ძალისხმევის გაგრძელებას“.
USAID მისიის ახალ დირექტორთან ჯონ პენელთან ინტერვიუ ჩაიწერა საქართველოს გაეროს ასოციაციის მედია პლატფორმა Civil.ge -ის ორგანიზებით.