მედიის თავისუფლება და დეზინფორმაცია საქართველოში
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი საქართველოში სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და მიმდინარე პრობლემატიკაზე საუბრობს.
ჯონ პენელის განცხადებით, პოლარიზაცია და დეზინფორმაცია ის პრობლემებია, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, მათ შორის ამერიკაც. ამბობს რომ სურთ დაეხმარონ როგორც საქართველოს, ისე ბევრ სხვა ქვეყანას, საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან დაცვაში.
,,ამის გასაკეთებლად, მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მედია საშუალებებს, რომ ეთიკურად გამართული, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გაავრცელონ. ამ დახმარებას უკვე წლებია გავცემთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა შეიძლება ქართულად არ საუბრობდეს – ასეთ შემთხვევებში ვეხმარებით მედიას, რომ უმცირესობებს ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მიაწოდონ”.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი სულ ცოტა ხნის წინათ დაინიშნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორად. საკადრო დიპლომატი თბილისში ჩამოსვლამდე იმავე სააგენტოს ოფისს ლიბიაში ხელმძღვანელობდა 2019-2022 წლებში, ხოლო უფრო ადრე, 2015-2019 წლებში, უკრაინასა და ბელარუსში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოადგილე იყო.
USAID მისიის ახალ დირექტორთან ჯონ პენელთან ინტერვიუ ჩაიწერა საქართველოს გაეროს ასოციაციის მედია პლატფორმა Civil.ge -ის ორგანიზებით.