თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო კახეთში, ღვინის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, კახეთის რეგიონში, ღვინის დღეების ფარგლებში დაგეგმილი და ასევე ყველა სხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება გადაიდო.
ასევე, გადაიდო გურჯაანის ღვინის ფესტივალი.
ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა. მისი დახმარება ორმა მეგობარმა სცადა, თუმცა ისინიც დაშავდნენ. დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ორი ბავშვი მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ. ექიმებმა მესამე არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოახერხეს.