ახალი ამბები

ლაგოდეხში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართება

პირველად ლაგოდეხში, ახალგაზრდებისთვის ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს, საინტერესო თამაშის მონაწილე ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია გახდეს.

,,ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მხოვრებ 15-29 წლის ახალგაზრდა გოგონებს და ვაჟებს. გამარჯვებული გუნდი, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის მიერ გამართულ საქართველოს ჩემპიონატში; მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. პირველი 60 რეგისტრირებული ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველები, 13-18 ოქტომბრის ჩათვლით დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 551962181 / 599381835”, – აცხადებენ მერიაში.