ჯონ პენელი – საქართველოსთან თანამშრომლობის 30 წლიანი გამოცდილება გვაქვს
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი სულ ცოტა ხნის წინათ დაინიშნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორად.
საკადრო დიპლომატი თბილისში ჩამოსვლამდე იმავე სააგენტოს ოფისს ლიბიაში ხელმძღვანელობდა 2019-2022 წლებში, ხოლო უფრო ადრე, 2015-2019 წლებში, უკრაინასა და ბელარუსში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოადგილე იყო.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი საქართველოში სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და მიმდინარე პრობლემატიკაზე საუბრობს.
ჯონ პენელი საქართველოსთან თანამშრომლობის 30 წლიან გამოცდილებაზე საუბრობს. მისი თქმით, მიეცა შესაძლებლობა რომ შეხვედროდა ბევრ ადამიანს თბილისში, და დედაქალაქის გარეთაც, სხვადასხვა რეგიონში. ამ დღეებში, აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ოცდაათი წლისთავი აღინიშნება და ამასთან დაკავშირებით ჩვენი ელჩი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებშიც მოგზაურობს. შეხვედრებისას ელჩი მუდმივად ისმენს საქართველოს მოსახლეობისგან დასავლური კურსის მხარდამჭერ განცხადებებს.
,,აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ ვიტყოდი, რომ ყველა ჩემმა შეხვედრამ – პარლამენტის თავმჯდომარესთან იქნებოდა ეს, მინისტრებთან და მინისტრების მოადგილეებთან, მათ შორის ვიცე-პრემიერთან, ბიზნეს წრეებთან, თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან – მიჩვენა, რომ ხალხში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორობის გაგრძელების დიდი ინტერესი არსებობს.
ინფორმაცია ჩვენი დახმარების შესახებ საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ხოლო მთელი პროცესი ძალიან გამჭირვალე და კონკურენტულია. სამწუხაროა, რომ ეს სამუშაო თავდასხმების სამიზნედ იქცა, ვინაიდან, ჩვენ აქ ქართველი ხალხის დასახმარებლად ვართ და მათი მხრიდანაც თანამშრომლობისა და პარტნიორობის სურვილი გვესმის“.
USAID მისიის ახალ დირექტორთან ჯონ პენელთან ინტერვიუ ჩაიწერა საქართველოს გაეროს ასოციაციის მედია პლატფორმა Civil.ge -ის ორგანიზებით.