ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ტიხრული მინანქრის გალერეა „სხივი“ თელავში

გალერეა „სხივი“ 2018 წლის ზაფხულში სოციალური პროექტის ფარგლებში დაარსდა.

აღნიშნული პროექტი მინანქრის ხელოვნების გალერეა „ორნამენტმა“ თელავის ღვინის მარნის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტმა ხელი შეუწყო ადგილობრივი, ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვრების აღმოჩენას.

გადამზადებული მხატვრების და მათი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენა შედგა გამოფენა/გაყიდვების სახით 2019 წელს, თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების მხარდაჭერით, თელავის ისტორიულ მუზეუმში.

2020 წელს იგივე ფორმატის ღონისძიებას თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრმა უმასპინძლა: – საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, სახელოსნოს დამაარსებლის, თეა ზუკაკიშვილის ინიციატივით, გადაწყდა სახელოსნოს განვითარება და მუდმივად ფუნქციონირებად არტ-გალერეად გარდაქმნა. გალერეა მოწეყო და აღიჭურვა, შეიქმნა უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო.

ამჟამად გალერეაში ხორციელდება პროექტი „შექმენი შენი სამკაული”, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია, როგორც ადგილობრივების, ასევე ტურისტების.
გალერეამ “სხივი” თელაველი მხატვრების პოპულარიზაციის მიზნით, სივრცე დაუთმო მხატვრებს, სადაც მუდმივად ხდება მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

სხვა დეტალები იხილეთ კახეთის ხმის მიერ მომზადებულ ვიდეორეპორტაჟში.