ახალი ამბები

თელავში საკითხზე ,,როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციას” სემინარი გაიმართა

თელავში, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტის „ვაქცინაცია საქართველოსთვის” ფარგლებში, გაიმართა ერთდღიანი ტრენინგი – ,,როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციას”.

ღონისძიება განკუთვნილი იყო კახეთის ადგილობრივი სკოლის მასწავლებლებისათვის და მისი მიზანია, რომ გაზარდოს ხელმისაწვდომობა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სწორ ინფორმაციაზე და ხელი შეუწყოს მოსახლეობის სკეპტიკური განწყობების შეცვლას, მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერად. ტრენინგს გაუძღვნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჯანდაცვის ექსპერტი – თეონა თოდუა და საქართველოს რეფორმების ასოციაციის ანალიტიკოსი, ლიზი სამნაშვილი.

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის ტრენინგები მოიცავს სხვა რეგიონებსაც. ტრენინგები ტარდება ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვისაც. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით.

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.