თელავში, კულტურული მემკვიდრეობის სამი ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა- ფოტოები
ქალაქ თელავში, კულტურული მემკვიდრეობის სამი ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.
კერძოდ, დაბახნების წყაროს მიმდებარე, ძველი გალავნის შიდა და ბატონის ციხის გალავნის გარე პერიმეტრები მცირე ნაზარდებისგან, ეკალ-ბარდისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების სამუშაოები შპს ,,ჯი ენდ ვიმ” შეასრულა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 880 ლარით დაფინანსდა.