ფინეთი რუს ტურისტებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
ფინეთი, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე, რუსი ტურისტებისთვის საზღვრებს ხურავს.
მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში ამაღამ, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამ მობილიზაციის გამოცხადების შესახებ რუსების დიდი ნაკადის ქვეყნიდან გაქცევა გამოიწვია.
ფინეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ გამონაკლისი შეეხება ოჯახურ ვიზიტებს, ასევე მუშაობისა და სწავლის მიზნით ჩასულ მოქალაქეებს.