ლევან სილაგავა-ზეთის ფასი შემცირდა და არის წინაპირობა, რომ კიდევ უფრო გაიაფდეს
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ზეთის ფასი შემცირდა და არის წინაპირობა, რომ კიდევ უფრო გაიაფდეს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ფასის შემცირებას მათ შორის განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ზეთზე მცურავი ბაჟი შესაძლოა განულდეს.
„ზეთი საკმაოდ გაიაფდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ დიდი მოსავალია, მათ შორის, რუსეთში. მცურავი ბაჟი იყო შემოღებული, როგორც ხორბალსა და სხვა კულტურებზე, ახლა კი მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა, მცურავი ბაჟი ზეთზე გაანულონ. შედეგად, კიდევ უფრო აქტიურად გაიაფდება ზეთი, ამის წინაპირობები არის“,- აღნიშნავს სილაგავა.