ახალი ამბები

საქართველოში გაზის მოხმარება იანვარ-ივლისში 23%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის 7 თვეში გაზის მოხმარება წლიურად 23%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, კერძოდ, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში გაზის მოხმარებამ დაახლოებით 1.7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.4 მილიარდი კუბური მეტრი იყო. აქედან დაახლოებით 327 მლნ კუბური მეტრი თბოელექტროსადგურებმა მოიხმარეს.

ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% იმპორტით კმაყოფილდება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან გაზის ექსპორტი 12%-ით 1.7 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა.